ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა 400 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85 027 ლარი შეადგინა.

"კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 25 409 ლარით დაჯარიმდა",- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
Print