ახალი ამბები
ქუთაისში თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება (ფოტო)
FaceBook
რეაბილიტაცია არ შეეხება შენობის გარეფასადს.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის განახლება /რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვით კაპიტალურ ცვლილებას განიცდის თეატრის ინტერიერი: დარბაზი, სცენა, ფოიე, მათ შორის ეზოც. ასევე მოხდება ტექნიკური გადაიარაღება, გაკეთდება მექანიზებული სცენა და ა.შ.რეაბილიტაცია ქალაქის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.

თუმცა რეაბილიტაცია არ შეეხება გარეფასადს.

"საჭირო არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ შენობის ისტორიულ მოკვლევას. იმის დადგენას ისტორიულად რამდენად მნიშვნელოვანი არის თოჯინების თეატრის შენობა. უახლოეს დღეებში დაიდება ეს დოკუმენტიც", - აღნიშნა თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ.

თოჯინების თეატრის შენობის რემონტის დაწყების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ, თუმცა თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რეაბილიტაცია მალე უნდა დაიწყოს მალე, რადგან წლის ბოლოს თეატრის 70-ე იუბილე განახლებულ შენობაში უნდა აღინიშნოს.

თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის თანხები დაახლოებით 500 ათას ლარს შეადგენს.







Print