ახალი ამბები
"ოცნება" ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს"- საია
FaceBook
საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია  "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონების კიდევ მეტად გამკაცრებას განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციის შეფასებით, ინიციირებული ცვლილებებით "ოცნება" "დაკანონებულ უსამართლობას" კიდევ უფრო ამყარებს.

"2025 წლის 13 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ” დააინიციირა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი. საიას შეფასებით, ინიციირებული ცვლილებებით, "ქართული ოცნება" ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს.

საკანონმდელბო ცვლილებების მიზანი რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვაა.

"ქართული ოცნება“ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე ბოლო დროს მიღებული / შეცვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამყარებს „დაკანონებულ უსამართლობას”, რითაც ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს",- აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციის სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონებს ისევ ამკაცრებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შემავალი რიგი ცვლილებები მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააცნო.





Print
თეგები: #საია