ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.


მისივე თქმით, 13 ოქტომბერს, წვიმიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, 14 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე კი გამოიდარებს და 22-24 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 17 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. რამდენიმე გრადუსით დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

18-19 ოქტომბერს კვლავ გამოიდარებს და 25 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ამასთან, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
Print
თეგები: #ამინდი