ახალი ამბები
სად შეძლებთ გრიპისგან დასაცავად აცრის უფასოდ ჩატარებას ქუთაისში - სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი
FaceBook
ქუთაისში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
Print