შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ
მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა.
ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით
დგინდება, რომ დაკავებულმებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად,
ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და
სასახლეში შეჭრა სცადეს.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში, ამ დროისთვის, ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის
არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები,
რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები
განახორციელეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის
საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების
იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის
მიზნით",- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ფოტო: არჩილ გეგენავა
მასალის გამოყენების პირობები