ახალი ამბები
წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბრიდან
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან, საქართველოში ძლიერი წვიმა და ელჭექია ნავარაუდები. 


სააგენტოს ცნობით, 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).



Print
თეგები: #ამინდი