ახალი ამბები
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
FaceBook
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ხუთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მანამდე,  6 ოქტომბერს, 13 ადამიანი დააკავეს. ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
Print