ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
4 პოლიტიკური პარტია მოხვდა.
აქედან, ხმების 77.55% (36 047 ხმა) "ქართულმა ოცნებამ"
მიიღო;
5.7% (2 661 ხმა) - პარტია "გირჩმა";
5.7% (2659 ხმა ) - პარტია "ლელომ";
4.5% (2114 ხმა) კი - პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" მიიღო.
შესაბამისად, არსებული წინასწარი მონაცემებით, ახალ, მერვე მოწვევის
25-კაციან ქუთაისის საკრებულოში 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას",
თითო-თითო დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება.
4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში,
პარტიული სია 8 პარტიას ჰქონდა წარმოდგენილი.
ცესკოს საბოლოო მონაცემები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
ცესკოს მიერ საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ, ძველი, მეშვიდე მოწვევის საკრებულო უფლებამოსილებას
დაკარგავს.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს
ირჩევდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818
შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები