ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეიდან, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი დაფიქსირდება. პარალელურად, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც გაძლიერდება 7-8 სექტემბრის საღამოს საათებში.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 18-19 გრადუსამდე. ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება 11 ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 12 ოქტომბერს კვლავ მცირე წვიმაა მოსალოდნელი.


Print
თეგები: #ამინდი