ახალი ამბები
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა - ცესკოს შედეგები
FaceBook
ცესკოს მონაცემებით, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

კერძოდ, ბაღდათის, ვანის, ტყიბულისა და საჩხერის მერობის კანდიდატებმა, რომლებსაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდათ, ხმების 100% აიღეს.

შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე გახდა (8 408 ხმა),
ვანის - ალექსანდრე გოგორიშვილი (10 833 ხმა), ტყიბულის - დავით კუბლაშვილი (8 856 ხმა), საჩხერის - ლევან ივანაშვილი (19 665 ხმა).

რაც შეეხება იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გახდა, მან ხმების 89,58% მიიღო (14 257 ხმა).

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე გახდა, მან ხმების 89.50% მიიღო (19 622 ხმა);

სამტრედიის მერი დავით ბახტაძე გახდა, მან ხმების 92.31% მიიღო (15 779 ხმა);

ხონის მერი ლადო ჯურხაძე გახდა, მან ხმების 94,22% მიიღო (9 607 ხმა);

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გახდა, მან ხმების 84,39% მიიღო (9 328 ხმა);

თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე გახდა, მან ხმების 94,51% მიიღო (14 873 ხმა);

წყალტუბოს მერი გენადი მარგველაშვილი გახდა, მან ხმების 92,33 % მიიღო (19 378 ხმა);

ქუთაისის მერის პოსტს დავით ერემეიშვილი დაიკავებს. მან ხმების 85,68% მიიღო (37 779 ხმა).

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმერეთის რეგიონში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საკუთარ არჩევანს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აკეთებდა.
Print