ახალი ამბები
ქუთაისის მერის სავარძელს დავით ერემეიშვილი დაიკავებს - ცესკომ ქუთაისში 77-ვე უბნის შედეგები დათვალა
FaceBook
ცესკომ ქუთაისში 77-ვე საარჩევნო უბნების შედეგები დაითვალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარტია "საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა 2 767 ხმა მიიღო, რაც ხმების 6,27%-ია.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა 3 544 ხმა მოიღო, რაც ხმების 8,3%-ია.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერმეიშვილმა კი 37 779 ხმა მიიღო, რაც ხმების 85,68%-ია.

ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 50 000-მდე ამომრჩეველი მივიდა. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
Print