ახალი ამბები
20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, 50 000-მდე ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქალაქის 77-ვე უბანზე კენჭისყრის პროცესი დასრულებულია.

მისივე ცნობით, 20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 49 652 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 32.47%-ია.

წინა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, ხმა ამომრჩევლის 44.53%-მა მისცა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ქუთაისში, 77 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძოდა. "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

როგორც ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, წინასწარი შედეგები, თუ ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print