ახალი ამბები
ქუთაისი სლოვენიის ქალაქ მარიბორთან დამეგობრდა
FaceBook
ქუთაისს 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს სლოვენიის ქალაქ მარიბორთან დამეგობრება წარმოადგენდა.

დამეგობრების დოკუმენტს ხელი  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქ მარიბორის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი ფიშტრავეცმა მოაწერეს.

ქუთაისის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მყარი ნარჩენების კომპანიაში მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სპორტული და ხელოვნების დარგის ინფრასტრუქტურული პროექტები.

,, მინდა ავღნიშნო, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი დამეგობრებუული ქალაქი ეყოლება ევროკავშირის სივრცეში."-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისს სულ 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს.

Print