ახალი ამბები
17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, 41 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა
FaceBook
17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, 41 305 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 27%-ია.

წინა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის 35%-მა მისცა ხმა.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ამ დროისთვის, დაწერილია ერთი საჩივარი.

ქვეყნის მასშტაბით კი, ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 1 175 817 (33,46%) ამომრჩეველი მივიდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print