ახალი ამბები
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 22 000-მდე ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 21 848 ამომრჩეველი მივიდა.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი განმარტავს, ეს რეგისტირებული ამომრჩევლის 14,28%-ია.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია. ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში არც ერთი საჩივარი არ არის შესული. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print