ახალი ამბები
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა უკვე დაიწყო.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ოლქში არსებული 77-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია და ხმის მიცემის პროცედურები დაწყებულია. 

ქუთაისში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქალაქის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის". "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან"- გიორგი ამაღლობელი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
Print
თეგები: #არჩევნები 2025