ახალი ამბები
დღეს ოპოზიცია აქციას გეგმავს
FaceBook

დღეს, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებს ბოკოტი გამოუცხადეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიან აქციას აანონსებენ.



ოპოზიციის გარდა, არჩევნებს, ასევე, ბოიკოტს უცხადებს ამომჩევლის ნაწილიც. ისინი ამბობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

"აქამდე, თუკი არჩევანს ვაკეთებდით ცუდსა და უარეს შორის, ახლა ეს აღარ შეგვიძლია. ამ არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტიაა, ოღონდ სხვადასხვა სახელით. ამიტომაც აზრი აღარ აქვს არჩევნებზე წასვლას", - ამბობენ ამომრჩევლები.

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და სხვა.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც არსებობის 31-წლიანი ისტორიის განმავლობაში არ დააკვირდება „სამართლიანი არჩევნები". არ დააკვირდება არც საია და არც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ამ არჩევნებს, ასევე, არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.

4 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მასშტაბით, 64 მერისა და 64 საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება.

ცესკო-ს მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.

ფოტო : ინტერნეტი







 

Print