ახალი ამბები
ტყიბულში საქნახშირის ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის შეთანხმება მიღწეულია
FaceBook
შეთანხმების შედეგად, ადმინისტრაციის იურისტები და პროფკავშირის წარმომადგენლები ხელშეკრულების ახალ პირობებს სამი დღის განმავლობაში ერთად შეიმუშავებენ.



ტყუბულში, "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენლებს შორის, შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების შედეგად, ადმინისტრაციის იურისტები და პროფკავშირის წარმომადგენლები ხელშეკრულების ახალ პირობებს სამი დღის განმავლობაში ერთად შეიმუშავებენ. რაც შეეხება, იმ მეშახტეებს, რომლებსაც უკვე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, შრომითი დოკუმენტი გაუქმებულია.

"შევთანხმდით დღეს, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ შრომით პირობებს ერთად შევიმუშავებთ მომდევნო სამი დღის განმავლობაში", - ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე. 

საქნახშირის ადმინისტრაციის მიერ მეშახტეებისთვის სამი დღის წინ დაწყებული ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ პროფკავშირის წარმომადგელები გამოდიოდნენ.
Print