ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტირებული
FaceBook

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.


ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ამ დღისთვის, ქუთაისში, 76 საარჩევნო უბანი და ერთი სპეცუბანი გაიხსნება.

ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია  რეგისტრირებული, რომლებიც ხმას, ყველა უბანზე, გარდა სპეცუბანისა, ელექტრონული აპარატების საშუალებით მისცემენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, აქედან, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი  შეძლებს მიღებას.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო - 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

 

Print
თეგები: #არჩევნები 2025