24-25 ოქტომბერს, ქუთაისში, ევროპის დღეები აღინიშნება.
მასტერკლასები და გამოფენები; საინტერესო საუბრები; კინოჩვენება;
საგანმანათლებლო თამაშები და აქტივობები; ევროპული ლიტერატურის
გმირების ამბები; საფეხმავლო და ველო ტურები; გასტრონომიული
გამოცდილება; მწვანე კუთხე; ცოცხალი მუსიკა და ბევრი სხვა - სწორედ ეს
აქტივობები დახვდებათ ევროპის დღეებზე მისულ
სტუმრებს.
უფრო კონკრეტულად, ევროპის დღის პროგრამა, ორი დღის განმავლობაში,
შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:
24 ოქტომბერი:
12:00 - ველომსვლელობა - 12კმ-იანი მარშრუტი ქალაქის გარშემო.
შეკრების ადგილი: 1 ნიუპორტის ქუჩა (სასტუმრო ნიუპორტთან)
12:00 - 18:00 – ევროპის დღის ბაზარი წარმოგიდგენთ ადგილობრივ
არტიზანულ პროდუქტებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს. კაფე “ლილესთან”
(თამარ მეფის ქუჩა 11)
14:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა - რესტორანი "გალა" (ზაქარია
ფალიაშვილი ქუჩა 29)
15:00–16:30 – საუბრები: ქალები, როგორც ცვლილებების მამოძრავებლები.
ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. რესტორანი
"გალა" (ზაქარია ფალიაშვილი ქუჩა 29)
15:00–18:00 – აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ . სასტუმრო
"სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)
15:30–17:00 – დოკუმენტური ფოტოგრაფიის მასტერკლასი ნათელა
გრიგალაშვილთან ერთად – "თვალით დანახული ისტორია". სასტუმრო
"სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)
17:00–18:30 – ფოტოგამოფენა “10 წელი ფოკუსში” – წარმოგიდგენთ
კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ
დოკუმენტურ ფოტოებს. წიგნების თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 19)
19:00–21:00 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ქუთაისური ტალღა”–
რეჟისორი: ანა აბაკელია. ფილმი ასახავს 1990-იანი წლების ქუთაისის
ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობას. ფილმი შექმნილია ევროკავშირის
EU4Culture პროექტის მხარდაჭერით. კლუბი რეფლექტორი (თამარ მეფის ქუჩა
57)
25 ოქტომბერი:
11:00–12:30 – საფეხმავლო ტური “ევროპული ქუთაისი” ხვიჩა
ვაშაყმაძესთან ერთად. შეკრების ადგილი: თეთრი ხიდი
13:00–17:00 – ევროპული გემო – გაეცანით ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მდიდარ სამზარეულოს. კაფე “დები” (ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა 35)
14:00–17:00 – ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების
ამბების თხრობა, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები. წიგნების
თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 81)
15:00–17:00 – საგანმანათლებლო თამაში “წიგნის თარო” ევროპის შესახებ.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის
გამზირი 20)
12:00–17:00 – ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაშები –
ევროკავშირის პროექტების მიერ მომზადებული აქტივობები.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის
გამზირი 20)
12:00–17:00 -
მწვანე კუთხე - საგანმანათლებლო და სახალისო
აქტივობები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის
გამზირი 20)
18:00–21:00 – ევროპის დღეებს დაასრულებს კონცერტი. გავატაროთ საღამო
Mechanical Rainbow-სთან და Will Kolak-თან ერთად. "კოლიზეუმი" (დავით
აღმაშენებლის ქუჩა 22ბ).
"შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე ქუთაისში – ცოდნის,
ტრადიციების და ნამდვილი ევროპული სულის მქონე ქალაქში. გელოდებით
მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად!",- განმარტავენ
ორგანიზატორები.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები