ახალი ამბები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 434 ინციდენტი დაფიქსირდა - CMIS
FaceBook
"მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა”, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა.
დარღვევებს შორისაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა).

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა
6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება – 122 შემთხვევა
ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა – 82
ჟურნალისტების დაზიანება (მათ შორის, ქიმიური ნივთირებით აქციებზე) – 40

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 104 შემთხვევა
გადაღების აკრძალვა – 65
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა – 18
საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება – 9
სასამართლო სხდომიდან გაძევება – 9
აკრედიტაციის შეჩერება – 3

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 102 შემთხვევა
დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს – 37 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით” (პროევროპული პროტესტის გაშუქებისას). ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია; მცირე ნაწილს ჯარიმა მოეხსნა.

სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა)- 17
სამართლებრივი დევნა (მაგ. სასამართლოში დაბარება) – 19
უკანონო დაკავება – 11
მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა – 5
SLAPP სარჩელი – 5
დაკითხვა – 5
სიტყვიერი გაფრთხილება – 3

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა
სიტყვიერი შეურაცხყოფა – 65
დაშინება – 22
დისკრედიტაცია – 21

საკუთრებაზე თავდასხმა – 29 შემთხვევა
ტექნიკის დაზიანება – 13
ტექნიკის ჩამორთმევა – 14
ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა) – 2

შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) – 22 შემთხვევა
(ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)
სამსახურიდან გათავისუფლება – 12
დისციპლინური სანქციის დაკისრება – 8
სამუშაო უფლების შეზღუდვა (მაგ. სამუშაოზე არდაშვება) – 2

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ. მხოლოდ პროტესტის
გაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა.

CMIS-ს ცნობითვე, ამ შემთხვევების პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები. არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის.
Print