ახალი ამბები
"ქუთაისში ჰაერში მტვრის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია "- გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები
FaceBook
ეს მაჩვენებლი ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შედეგად დაფისქირდა.


ქუთაისში მტვრის კონცენტრაციას ჰაერში, გასული წლის მონაცემებით მაჩვენებელი ქუთაისში ნორმაზე დაბალია. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ წერეთლის უნივერსიტეტში საჯარო ლექციის  დროს განმარტა. მისი განმარტებით, ეს მაჩვენებლი ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შედეგად დაფისქირდა, რაც როგორც, გარემოს ეროვოვნული სააგენტოს წარმომადგენლი ამბობს, სასიამოვნო არის.

"მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლების მონაცემებით ნიადაგზე და წყალზე დაბინძურების მაჩვენებლი გაზრდილია"- განმარტა ლექქციაზე მარინე არაბიძემ.

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარდა თემაზე"საქართველოში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის არსებული სისტემა და ქალაქ ქუთაისის ეკოლოგიური მდგომარეობა ".

ლექციაზე   საუბარი შეეხო, მდინარე რიონისა და ოღასკურას დაბინძურების საკითხს.

მარინე არაბიძეის თქმით, 2010-2015 წლის მონაცემებით მდინარე რიონში თვითნებურად ჩაშვებული წყლების შედეგად დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

იგივე მდგომარეობა არის მდინარე ოღასკურაზეც. მისი თქმით ზედაპირულ წყლებზე კვლევები ყოველთვიურად ხორციელდება.

 

 

Print