ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე ახალი, საპილოტე პროექტი იწყება.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეები, 1
ოქტომბრიდან, ცურვას უფასოდ შეისწავლიან.
აღნიშნული სერვისით მომსახურებას პირველი 400 დარეგისტრირებული
ქუთაისელი მე-3 კლასის მოსწავლე შეძლებს. ამისათვის საჭიროა
გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ, ასევე საჭიროა ადგილზე რეგისტრაცია,
რისთვისაც, როგორც აუზის ადმინისტრაციაში განმარტავენ, დაგჭირდებათ
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა.
ახალი საპილოტე პროექტი სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მერიის და
საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები