ახალი ამბები
მედიის მხარდასაჭერად, ქუთაისში, სინათლის მარში გაიმართება
FaceBook
სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ამ ლოზუნგით, 30 სექტემბერს, მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში შეიკრიბებიან.

"სინათლის მარში", ქუთაისის მერიის წინ, 20:00 საათზე გაიმართება.

"რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის. ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას მუდმივი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ.

ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ - ვიბრძოლებთ, სანამ გვიან არ არის! წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები!",- განმარტავენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვით:

თიბისი ბანკი: #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი: #GE06BG0000000609779465
მიმღები "ხალხის წყარო"
ემიგრაციიდან https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia

"ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც შეუძლებელი ხდება მედიისთვის გრანტების მიღება.

არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.


Print