ახალი ამბები
26 სექტემბერს, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასო იქნება
FaceBook
26 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი/ კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.

ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

უფასო ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:

ქუთაისი - ნიკეას მე-3 ჩიხი №5 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

ბაღდათი - ვაჟა-ფშაველას ქ. №5 (ყოფილი სასამართლოს შენობა, 1 სართული);

ვანი - თავისუფლების ქ. №65 (მერიის მიმდებარედ);

ზესტაფონი - მაღლაკელიძის ქ. №2;

თერჯოლა - შ. რუსთაველის ქ. №109 (მერიის მიმდებარედ);

სამტრედია - რესპუბლიკის ქ. №6 (მერიის მიმდებარედ);

საჩხერე - თამარ მეფის ქ.№9 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

ჭიათურა - ნინოშვილის ქ. №11 (მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ);

ხარაგაული - სოლომონ მეფის ქ. №19ა (ყოფილი პოლიციის შენობის მიმდებარედ);

ხონი - პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №17 (საკრებულოს მიმდებარედ);

ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი №3 (მერიის მიმდებარედ).

"ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით! მოიყვანეთ და აცერით თქვენი ოთხფეხა მეგობარი და მიკედლებული ცხოველი. დაიცავი შენი და სხვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე",- მოუწოდებენ მოქალაქეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
Print