ახალი ამბები
რას აცხადებენ მერიაში ტაბიძის ქუჩაზე ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებაზე
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქვაფენილი წყალს არ ატარებდა და ქუჩა ზიანდებოდა, რის გამოც ასფალტის საფარით შეცვალეს.

"არსებული ქვაფენილი სათანადოდ ვერ ატარებდა წყლის ნაკადს და ზიანდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ქვაფენილი შეიცვალოს ასფალტის საფარით",- უთხრეს "ქუთაისიპოსტს" ქალაქის მერიაში.

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით შევცლამ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანს სწორედ ქვაფენილის საფარი ალამაზებდა და სიძველის ეფექტს უქმნიდა, ასფალტის ჩანაცვლებით კი მას იერსახე დაუკარგეს.

მათივე თქმით, კარგი იქნება თუ ადგილობრივი თვითთმართველობა კონკრეტული პროექტის განხორციელებამდე თავად ქუთაისელების აზრსაც გაითვალისწინებს.

"შეუსაბამოა ასფალტი მაგ ადგილისთვის! რატომ უკარგავთ იდენტობას და იერსახეს ქალაქს?! რანაირად წყვეტთ ამად მოსახლეობის გარეშე?",- ამბობენ ადგილობრივები.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 90 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო ღია ტიპის ღვარსადენიც.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით შეცვალა
Print