ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება.

დღეიდან, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 30 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 25 სექტემბერს გაწვიმდება. ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება 27 სექტემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში ისევ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა 19- 20 გრადუსამდე.

28 სექტემბერს გამოიდარებს და კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
Print
თეგები: #ამინდი