ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრი დღეს ახალ, 79-ე სეზონს ხსნის
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი დღეს, 20 სექტემბერს, ახალ, 79-ე სეზონს, ხსნის.


სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის და თოჯინების თეატრის შეთანხმებით, 20, 21, 27 და 28 სექტემბერს წარმოდგენილ სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

კერძოდ, 20 სექტემბერს გაიმართება სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა?!", 21 სექტემბერს - "ნამცეცა", 27 სექტემბერს - "ბატის ჭუკი", 28 სექტემბერს - "ნაბო".



ქუთაისის თოჯინების თეატრმა 78-ე სეზონი ივლისის ბოლოს დახურა.
Print