ახალი ამბები
8 აგვისტოს მემორიალის დამზადება-მონტაჟისთვის მერია 280 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის დამზადება-მონტაჟისთვის ტენდერს [NAT250017205] აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალი უნდა შედგებოდეს ორ ფიგურიანი კომპოზიციისგან (სიმაღლე მაქსიმუმ 2 მეტრი) და უნდა დამზადდეს თითბერის (ბრინჯაო) მასალისგან.


ასეთი უნდა იყოს 8 აგვისტოს მემორიალი - ესკიზი

ესკიზის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა. აღსანიშნავია, რომ ის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართული ოცნებიდან" ქუთაისის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეორე ნომრად არის ჩასმული.

8 აგვისტოს მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში (90 კალენდარულ დღეში) უნდა შესრულდეს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარია.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს იწყება და 1-ელ ოქტომბერს სრულდება.
Print