ახალი ამბები
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ცხედარი იპოვეს
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ სკვერში ადამიანის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

"ქუთაისიპოსტი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.
Print