ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით შეცვალა
FaceBook

ქუთაისში , გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.



კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე ქუთაისის მერია ქვაფენილის საფარს ცვლის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზების პერიოდული შეკეთების ფარგლებში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილი შეიცვლება ასფალტის საფარით, მოეწყობა ღია ტიპის ღვარსადენი.

მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ ქალაქის ისტორიულ უბნებს ქვაფენილი უხდება და არა ასფალტის საფარი.

ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 90 000 ლარის ღირებულებისაა.


 

Print