ახალი ამბები
ტყიბულში შესაძლოა მეშახტეების გაფიცვის მორიგი ტალღა დაიწყოს
FaceBook
ამჯერად, საპროტეტო აქციის მიზეზი ის შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა გახდეს,  რომლის ხელმოწერას საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მშრომელებთან დაიწყო.




ტყიბულში შესაძლოა მეშახტეებისსაპროტესტო აქციის მორიგი ტალღა დაიწყოს. ამჯერად, საპროტესტო აქციის მიზეზი ის შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა გახდეს,  რომლის ხელმოწერას საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მშრომელებთან დაიწყო.

პროფკავშირები "ჯი-აი-ჯი" ჯგუფს ხელშეკრულების დადების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ვიდრე შრომითი ხელშეკრულების პირობებს პროფკავშირებთან და მშრომელებთან არ შეათანხმებს.

"ადმინისტრაციამ დაიწყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება მშრომელებისთვის. მაგრამ მაღაროელებს არ აძლევთ იმის უფლებას რომ ხელშეკრულების პირობებს კარგად გაეცნონ, იურისტებს ან პროფკავშირებს მიუტანონ. ეს არის კაბალური ხელშეკრულება და მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ მისი დადება", - განაცხადა "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ.

პროფაკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დღეს შეეცდებიან საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას, ხელშეკრულების ახალი და ორივე მხარისთვის, (დამსაქმებელი და დასაქმებული) მისაღები პირობების შესამუშავებლად.

დოლაბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალ ხელშეკრულებას დაახლოებით 100-მდე მუშამ მოაწერა ხელი.

"თუმცა, მას ისინი ახლა აპროტეტებენ და ამბობენ, რომ კაბალურ ხელშეკრულებას გაუცნობიერებად მოაწერეს ხელი. ვფიქრობ, კიდევ არ უნდა დაუშვას და გაიმეროს საქნახშირის ადმინისტრაციამ შეცდომა, რათა არ მიიღის ისევ აქციების ტალღა", - ამბობს დოლაბერიძე. ტყიბულში 17 დღის მანძილზე გაფიცული მეშახტეები  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. 

ამავე თემაზე:

15 დღიანი საპროტესტო აქციების ქრონიკა ტყიბულში და მეშახტეთა უცვლელი მოთხოვნები (ვიდეო)
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს




Print