საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52
მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
კერძოდ, დღეს, 17 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე და ხვალ, 18
სექტემბერს, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით
იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მასალის გამოყენების პირობები