ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი ძალასი დატოვა და  გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, მსჯავრდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისატიკით, მეუღლეს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა.
Print