ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულოში მოხვედრის სურვილს 8
პოლიტიკური პარტია გამოთქვამს.
კერძოდ, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ცესკოში საკრებულოს პროპორციული სიით შემდეგი პარტიებია
დარეგისტრირებული: "კონსერვატორები საქართველოსთვის", "სახალხო
ხელისუფლება", "ძლიერი საქართველო - ლელო", "გახარია
საქართველოსთვის", "გირჩი", "ქართული ოცნება", "საქართველო" და
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
აღნიშნული პარტიებიდან "გახარიას" და "ლელოს" 5-5 სამაჟორიტარო ოლქში
წარმოდგენილი ჰყავთ კანდიდატები.
ქალაქის საკრებულო 25 წევრით დაკომპლექტდება, აქედან 10 მაჟორიტარი
იქნება.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში 10
მაჟორიტარული ოლქია: ავტოქარხნის, ავტომშენებლის, გამარჯვების,
უქიმერიონის და გუმათის მაჟორიტარული ოლქი, ასევე, ქალაქ-მუზეუმის,
საფიჩხიის, კახიანოურის, ძელქვიანის, ნიკეას და
სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარული ოლქები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები