ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 17 სექტემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-29 გრადუსი დაფიქსირდება.

18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, რომელიც გაგრძელდება 21 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე. 19-20 სექტემბერს მოსალოდნელია ინტენსიური წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება 18-20 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან კვლავ გამოიდარებს და 24-26 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
Print
თეგები: #ამინდი