ახალი ამბები
Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას ხურავს
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას წყვეტს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზა ეტაპობრივად დაიხურება. კერძოდ, ორი თვითმფრინავი და მარშრუტები ბილბაოსა და ლონდონის გატვიკის აეროპორტის მიმართულებით 2025 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო დარჩენილი სამი თვითმფრინავი და ყველა სხვა მარშრუტი 2026 წლის 15 მარტს შეწყდება.

მიზეზი მაღალი გადასახადია:"ავიაკომპანიამ, რომელმაც ვენაში ბაზა 2018 წელს გახსნა და ამჟამად ხუთი Airbus A321neo თვითმფრინავით 20 ქვეყანაში 28 მარშრუტს ასრულებს, განაცხადა, რომ აეროპორტის ფასების, გადასახადებისა და მიწისზედა მომსახურების საფასურის ზრდამ ოპერაციები მის დაბალბიუჯეტიან მოდელთან შეუთავსებელი გახადა".

როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, აღნიშნულ რეისებზე დაჯავშნილ ბილეთებს მგზავრები WIZZ კრედიტების ან ხელახალი დაჯავშნის ვარიანტების სახით მიიღებენ.
Print
თეგები: #Wizz Air-ი #ვენა