ახალი ამბები
ქუთაისში მეხი კორპუს დაეცა - ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში (#19), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე, ლიფტის შახტის ჯიხურს დაეცა. შედეგად, დაიზანდა ბაგირი, ასევე დახეთქა წყლის ავზების მილები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს,  ლიფტში, ელექტროსადგურში მცირე დაკვამლიანება იყო, რომელიც ლიკვიდირებულია.
Print