ახალი ამბები
"საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება"- ირაკლი კობახიძე
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 2026 წელსაც, საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზრდებათ.

„საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10 პროცენტით და 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.
Print