ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
FaceBook
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 094 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი სამი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 30 641 ლარით დაჯარიმდა.


Print