ახალი ამბები
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა ,,მეთადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

შსს-ს ინფორმაციით, გ.რ.-ს და გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ,,მეთადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,”,დ“ ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print