ახალი ამბები
წლისა და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბებიას ბრალდება წარედგინა
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ, 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბებიას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბებიამ წლისა და 2 თვის შვილიშვილს, ტიკტოკში, 31 აგვისტოს, პირდაპირი ეთერის დროს სცემა.

ტიკტოკ-ლაივის დროს მომხდარის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, სამართალდამცველებს სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ მიაწოდა. ის ჩვენების მისაცემად პოლიციაშიც იმყოფებოდა.

ვიდეოში, რომელიც მან გაავრცელა, ქალი წლისა და 2 თვის ბიჭს აჭმევს. კადრში არ ჩანს, მაგრამ ბებიის სიტყვების მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვმა თეფში გადააყირავა და საკვები დაღვარა, რის გამოც ქალი ბავშვს უყვირის და რამდენჯერმე ურტყამს.


Print