ახალი ამბები
დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა
FaceBook
ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, პოლიციამ ქუთაისში დააკავა. 

ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
Print