ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად ტენდერს [NAT250014295] აცხადებს.

დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადების მიღება უკვე დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე სპორტის სასახლის რეაბილიტაციას 1 684 224 ლარის (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) სანაცვლოდ განახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში (120 დღეში) უნდა დასრულდეს.

სპორტის სასახლის ინტერიერის ვიზუალიზაცია (პროექტის ფოტოები):





ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი [NAT230011234] 2023 წლის მაისში გამოაცხადა, სადაც შპს „კად XXI“ -მა გაიმარჯვა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 21 ივნისს გაფორმდა.

სწორედ შპს „კად XXI“-მა იმიშავა სპორტის სასახლის პროექტის შედგენაზე, რისთვისაც 99 887 ლარი დაიხარჯა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობაში მოსაწესრიგებელია: იატაკი (პარკეტი); ვენტილაცია; სახურავი; განათებისა და გახმოვანების სისტემა; ტრიბუნები (სავარძლების შეცვლა); შენობის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის; კალათბურთის ფარები; სველი წერტილები; ტაბლო (LED ეკრანი); შენობის კოსმეტიკური რემონტი; ფასადის რეკონსტრუქცია; სუსტი დენებისა და უსადენო ინტერნეტის პროექტი; სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.


ამავე თემაზე:

"მომავალი წლისთვის შევძლებთ, დავიწყოთ სპორტის სასახლის რეაბილიტაცია“ - ქუთაისის მერი

ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს
Print