ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან, დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ინფორმაციით, მშობლებმა, ბავშვის ჩასარიცხად, მათ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ:

ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი); ორი ფოტოსურათი (ფორმატი ¾); ჯანმრთელობის ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

ბაღებში 2025–2026 სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. 
Print