ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
მისიივე თქმით, დღეს და ხვალ, 1-2 სექტემბერს, დღის პირველ ნახევრამდე უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან კი 4 სექტემბრის ჩათვლით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. რამდენიმე გრადუსით დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 5-6 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში კვლავ მცირე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. 
Print
თეგები: #ამინდი