ახალი ამბები
29 აგვისტოს ქუთაისის იუსტიციის სახლი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს
FaceBook
29 აგვისტოს, გამოცხადებულ უქმე დღეს, თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ.

როგორც იუსტიციის სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ფილიალები დაჩქარებულ რეჟიმში მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ  ძირითად სერვისებს გასცემენ.

მათივე ცნობით, 29 აგვისტოს, ასევე, გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.

29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.


Print