ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2025–2026 სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15
სექტემბერს განახლდება.
როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1
სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
"ბავშვის ჩასარიცხად, თქვენ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში საჭიროა შემდეგი
დოკუმენტების წარდგენა:
ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული
ასლი);
ორი ფოტოსურათი (ფორმატი ¾);
ჯანმრთელობის ცნობა;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები",- აღნიშნულია ააიპ "ქუთაისის
ბაგა-ბაღების გაერთიანების" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები