ახალი ამბები
27-29 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთია რაიონებში. 





Print
თეგები: #ამინდი